სიახლეები

25/05/2015

ახალი წიგნები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ცნობილი ბელარუსი რუსულენოვანი მწერლის სვეტლანა ალექსიევიჩის რომანი „ჩერნობილის ლოცვა“ და პირველი ბერძენი ნობელიანტის, ლიტერატურის დარგში, გიორგოს სეფერისის ლექსების კრებული „შემობრუნება“.
arrow_drop_up იხილეთ მეტი
20/05/2015

გერმანულ და ქართულ ენებზე მთარგმნელთათვის ქალაქ შტრალენის ევროპის მთარგმნელთა კოლეგიაში სემინარები ჩატარდება

თორმეტი მთარგმნელი გერმანიაში მხატვრული პროზის ლიტერატურულ მთარგმნელობით სემინარში მიიღებს მონაწილეობას. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, ევროპის მთარგმნელთა კოლეგიასთან, გერმანიის მთარგმნელთა ფონდთან, რობერტ ბოშის ფონდთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ხელოვნების ფონდ NRW-სა და თბილისის გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით სემინარები გერმანიის ქალაქ შტრალენში 16 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.
arrow_drop_up იხილეთ მეტი
15/05/2015

გერმანელი და ბრიტანელი ლიტერატურის კრიტიკოსებისა და ჟურნალისტების შეხვედრა ქართველ კოლეგეთან თემაზე „ქართული ლიტერატურა და ევროპა“

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით თბილისში ვიზიტით მყოფი წამყვანი ევროპული ბეჭდური მედიის ლიტერატურის კრიტიკოსები და ჟურნალისტები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. უმსხვილესი ევროპული გამოცემების The Independent, Süddeutsche Zeitung, Die Zeit და Tageszeitung წარმომადგენლების ქართველ მწერლებთან, ჟურნალისტებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან და ბლოგერებთან შეხვედრას თიბისი გალერეამ უმასპინძლა.
arrow_drop_up იხილეთ მეტი