სიახლეები

23/06/2015

ახალი წიგნები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით აზერბაიჯანულ (გამომცემლობა Alatoran) და ალბანურ (გამომცემლობა Fan Noli) ენებზე ითარგმნა და გამოიცა თანამედროვე ქართველი მწერლის დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“.
arrow_drop_up იხილეთ მეტი
08/06/2015

ქართული, უკრაინული და სომხური წიგნის სექტორის წარმომადგენლებისთვის თბილისში სემინარები ტარდება

ქართველი, უკრაინელი და სომეხი გამომცემლებისთვის, საავტორო უფლებების მენეჯერებისა და წიგნის დიზაინერებისთვის თბილისში პროფესიული სემინარები ტარდება. რეგიონის საგამომცემლო სფეროს 25 წარმომადგენლისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარები ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, კულტურის სამინისტროს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისა და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
arrow_drop_up იხილეთ მეტი
27/05/2015

უცხოელი გამომცემლებისთვის მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“, მეორე სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში, 15 საერთაშორისო პროექტი დაფინანსდება

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ უცხოელი გამომცემლებისთვის გამოცხადებულ მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ მეორე სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში შემოსული 22 განაცხადიდან, ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაფინანსდება 15 საერთაშორისო პროექტი:
arrow_drop_up იხილეთ მეტი