სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ცნობილი ბელარუსი რუსულენოვანი მწერლის სვეტლანა ალექსიევიჩის რომანი „ჩერნობილის ლოცვა“ და პირველი ბერძენი ნობელიანტის, ლიტერატურის დარგში, გიორგოს სეფერისის ლექსების კრებული „შემობრუნება“.

მადლობა მთარგმნელებს ნინო ბექიშვილს, მარიამ წიკლაურს, მაია კაკაშვილს, გამომცემლობებს „ინტელექტს“ და „არტანუჯს“ მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოცემებისთვის.