სიახლეები

16/11/2015

შტრალენში მხატვრული ლიტერატურის გერმანელი და ქართველი მთარგმნელებისათვის მთარგმნელობითი სემინარი მიმდინარეობს

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და შტრალენის ევროპის მთარგმნელთა კოლეგიის ორგანიზებით მიმდინარე წლის 16-22 ნოემბრის განმავლობაში გერმანიაში, ქალაქ შტრალენის ევროპის მთარგმნელთა კოლეგია მხატვრული ლიტერატურის გერმანელი და ქართველი მთარგმნელებისათვის მთარგმნელობითი სემინარს მასპინძლობს.
arrow_drop_up იხილეთ მეტი
12/11/2015

საქართველოს, უკრაინისა და სომხეთის წიგნის სექტორის წარმომადგენლებისთვის პროფესიული სემინარები განახლდა

რეგიონის საგამომცემლო სფეროს 25 წარმომადგენლისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარები ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, კულტურის სამინისტროს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისა და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
arrow_drop_up იხილეთ მეტი
12/11/2015

ახალი წიგნები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ამერიკელი მწერლის კურტ ვონეგუტის ცნობილი რომანი „სასაკლაო 5“, მთარგმნელი ქეთი ქანთარია; იტალიელი კინორეჟისორის, მწერლისა და პოეტის პიერ პაოლო პაზოლინის რომანი „ქუჩის ბიჭები“, მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე და ბრიტანელი მწერლის ჯულიან ბარნსის რომანი „ინგლისი, ინგლისი“, მთარგმნელები ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე.
arrow_drop_up იხილეთ მეტი