სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ამერიკელი მწერლის კურტ ვონეგუტის ცნობილი რომანი „სასაკლაო 5“, მთარგმნელი ქეთი ქანთარია; იტალიელი კინორეჟისორის, მწერლისა და პოეტის პიერ პაოლო პაზოლინის რომანი „ქუჩის ბიჭები“, მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე და ბრიტანელი მწერლის ჯულიან ბარნსის რომანი „ინგლისი, ინგლისი“, მთარგმნელები ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის გამომცემლობას „დიოგენე“ მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოცემებისთვის.