მთარგმნელობითი პროგრამა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მთარგმნელობითი პროგრამა განკუთვნილია ქართული და უცხოური გამომცემლობებისთვის, რომლებსაც სურთ ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე და უცხოური ლიტერატურის ქართულ ენებზე თარგმნა და გამოცემა. 2010-2018 წლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში არაერთი ქართველი თუ უცხოელი ავტორის ნაწარმოების თარგმნა და გამოცემა დაფინანსდა.