16/01/2015
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სრულიად ახალ კინოპროექტს - „21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია“ განახორციელებს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა და ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ პროექტი დღეს გამომცემლებსა და ქართული კინემატოგრაფიის წარმომადგენლებს გააცნეს.
arrow_drop_up
იხილეთ მეტი