ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 28-29 ნოემბერს, თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში, დისკუსიები გაიმართა. დისკუსიაში სხვადასხვა ქვეყნების საგამომცემლო სექტორში მოღვაწე მაღალი რანგის და გამოცდილების მქონე პროფესიონალები მონაწილეობდნენ, მათ შორის: ტობიას ვოსი (ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა), ოლივერ ბოლანცი (შვეიცარიის წიგნის გამავრცელებელთა და გამომცემელთა ასოციაცია), ირის შვანკი (Finnish Literature Exchange), ოლგა ჟუკი (International Arsenal Book Festival), ჰერვიგ ბიჩე (NordSüd-ის საგამომცემლო სახლი, ციურიხი), იონკო ოკოტა (Nami Island-ის საბავშვო ილუსტრაციის პრემიის პრეზიდიუმი), ბირგიტ ფრიკე (ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა), ოთარ ყარალაშვილი (წიგნის ხელოვნების ცენტრი) და მედეა მეტრეველი (ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი).
პანელ-დისკუსია ისეთი საკითხების განხილვას დაეთმო, როგორიცაა მზადება ფრანკფურტისა და სხვა საერთაშორისო წიგნის ფესტივალებისთვის, საბავშვო წიგნის ილუსტრაციის განვითარების სტრატეგიები, შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება, შიდა ბაზრის განვითარების სტრატეგიები, საერთაშორისო ბაზართან შესაბამისობა და ა.შ.