ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ ქართველი გამომცემლებისთვის გამოცხადებულ მთარგმნელობითი პროგრამის „უცხოური ლიტერატურა ქართულ თარგმანებში“ ფარგლებში გამოვლინდა 12 გამარჯვებული პროექტი:
- ფრენკ ჰერბერტი „დიუნი“ - ნინო ბარძიმიშვილი (მთარგმნელი) - გამომცემლობა წიგნები ბათუმში;
- მაჰმუდ დოულათაბადი „პოლკოვნიკის მიმწუხრი“ - თეა შურღაია (მთარგმნელი) - გამომცემლობა დიოგენე;
- ჟოზეფ კესელი „დღის ლამაზმანი“ - მერაბ ფიფია (მთარგმნელი) - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;
- პატრიკ კავანა „ტერი ფლინი“ - რამაზ ხატიაშვილი (მთარგმნელი) - ქარჩხაძის გამომცემლობა;
- ჟან–მარი გუსტავ ლე კლეზიო „აფრიკელი“ - დალი იაშვილი (მთარგმნელი) - გამომცემლობა ინტელექტი;
- კატულუსი, ვერგილიუსი, ჰორაციუსი, ოვიდიუსი, პროპერციუსი, ტიბულუსი, მარციალისი „ლირიკის რომაული მწვერვალები“ - მანანა ღარიბაშვილი (მთარგმნელი) - თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკის და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის განვითარების ფონდი, საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსი“;
- არუნდატი როი „წვრილმანების ღმერთი“ - თამარ ჯაფარიძე (მთარგმნელი) - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;
- ფირუზ კაზემზადე „ბრძოლა ამიერ კავკასიისათვის 1917 – 1921“ - ქეთევან ქანთარია (მთარგმნელი) - გამომცემლობა პოეზია;
- ოლდოს ჰაქსლი „დრო უნდა ჩერდებოდეს“ - თამარ ჭილაძე (მთარგმნელი) - გამომცემლობა ინტელექტი;
- სერგეი დოვლატოვი „სხვა ცხოვრება“ მოთხრობების კრებული - ალექსანდრე დგვარელი (მთარგმნელი) - გამომცემლობა ოჩოპინტრე;
- ჟოზე ლუიშ პეიშოტო „გალვეიაში“ - გურანდა ფაჩულია (მთარგმნელი) - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;
- იტალო ზვევო „ძენოს თვითშემეცნება“ - ილია გასვიანი, მარიეტა ჩიხლაძე(მთარგმნელები) - გამომცემლობა აგორა.