სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და ეროვნული კინოცენტრი აცხადებენ ერთობლივ კონკურსს სცენარის განვითარებაზე, რომელიც 2018 წელს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლისთავს მიეძღვნება.

კონკურსის პირობები მწერლის სახლში შეკრებილ ავტორებსა და სცენარისტებს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა და ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ გააცნეს.

კონკურსის მიზანია, შეირჩეს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 5 სცენარი, რომელთა განვითარებისთვის კინოცენტრი გამოყოფს საკონკურსო ფონდს 75 000 ლარის ოდენობით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის - სცენარისტებისთვის, პროდიუსერებისთვის და რეჟისორებისთვის წიგნის ცენტრი და კინოცენტრი მოაწყობენ სამუშაო შეხვედრას. შეხვედრაზე ლიტერატურისმცოდნეები მონაწილეებს კინოსთვის საინტერესო ლიტერატურულულ ტექსტებს გააცნობენ და შეეცდებიან დაეხმარონ კინემატოგრაფისტებს ფილმის სცენარის თემების შერჩევაში. იხილეთ ბმული:  http://www.gnfc.ge/geo/competition/120