სიახლეები

წიგნის მოყვარულები წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა წიგნის დღე პატარა მკითხველებთან და მოზარდებთან ერთად აღნიშნეს.

მიხეილ გიორგაძე და მედეა მეტრეველი დღეს ორგანიზაცია „ბავშვი და გარემო“-ს აღსაზრდელებს ესტუმრნენ და ქართველი გამომცემლების „პალიტრა L“, „დიოგენე”, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, „ელფი“, „ქარჩხაძის გამომცემლობა“, „ბაკმი“, „ინტელექტი“, „არტანუჯი“, „საუნჯე“, საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსის“ დახმარებით საბავშვო და საყვაწვილო ლიტერატურა გადასცეს. ხმოვანი ზღაპრების, კლასიკოსი და თანამედროვე მწერლების უახლესი გამოცემების ნუსხა მათი ასაკის, ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შეირჩა.

სტუმრები მოზარდებს წიგნის კითხვის ძალასა და მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და მათ ასაკში აუცილებლად საკითხავი ლიტერატურა შეურჩიეს.

ორგანიზაცია „ბავშვი და გარემო“ ამ ეტაპზე 160 სოციალურ დაუცველ ბავშვზე ზრუნავს.