სიახლეები

ქართული ლიტერატურა და ქართველი ავტორები გერმანიაში მოგზაურობას განაგრძობენ. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2019 წლის ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა (4 D 309) და დატვირთული ლიტერატურული პროგრამით წარდგება.
აკა მორჩლაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ნანა ექვთიმიშვილი, ალეკო შუღლაძე, დიანა ანფიმიადი, დათო რობაქიძე, ირმა ტაველიძე, გაგა ნახუცრიშვილი და ნატო ინგოროყვა გერმანელ მკითხველს 21-24 მარტს ბაზრობის სცენებსა და ქალაქის ლიტერატურულ სივრცეებში შეხვდებიან. ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელი ლაშა ბაქრაძე და ლიტერატურის კრიტიკოსი ზაალ ანდრონიკაშვილი ქართული ჰაგიოგრაფიისა და სულხან საბა ორბელიანის გერმანულენოვანი გამოცემებს წარადგენენ. გაიმართება ბესიკ ხარანაულისა და რატი ამაღლობელის ლექსების კითხვა.


ქართული ლიტერატურული პროგრამა ლაიფციგში