სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აცხადებს განაცხადების მიღებას უცხოელი გამომცემლების და ლიტერატურის აგენტებისთვის ყოველწლიური ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის ფარგლებში. პროგრამის მიზანია ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის და უცხოური ლიტერატურით საქართველოში დაინტერესების ხელშეწყობა. 2011-2018 წლებში წიგნის ცენტრმა, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, 120-ზე მეტ უცხოელ გამომცემელს უმასპინძლა. პროგრამა მოიცავს წიგნის სექტორში მიმდინარე პრეზენტაციებსა და ლიტერატურის გამოცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას. 


  • თარიღი: 2-6 ივნისი, 2019

  • ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

  • განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 1 აპრილი, 2019