დამწყები მთარგმნელებისთვის

გზამკვლევი მთარგმნელებისთვის

• თუ მიზნად დაისახეთ მთარგმნელის კარიერის შექმნა, იცოდეთ, რომ მნიშვნელოვანია, თავად იყოთ კარგი მკითხველი. ბევრი მიზეზი არსებობს იმისათვის, თუ რატომ უნდა აირჩიოთ მთარგმნელის პროფესია, მაგრამ მთავარი, რაც ყველა მთარგმნელს აერთიანებს, ლიტერატურის სიყვარულია.

• მთარგმნელის პროფესიაში ენთუზიაზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უნდა იცოდეთ, რომ თარმნილი ლიტერატურა დიდ გზას გადის, სანამ უცხოელ მკითხველამდე მიაღწევს. ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ წიგნს ჰყავს საავტორო უფლების მფლობელი: ავტორი, ავტორის მემკვიდრე, გამომცემელი ან ლიტერატურული აგენტი. საავტორო უფლებების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ადგილი ხშირ შემთხვევაში წიგნის საერთაშორისო ბაზრობებია, მათ შორის, ყველაზე დიდი პლატფორმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას უკავია.

• მთარგმნელებმა ყველაზე ახლოს უნდა ითანამშროლონ გამომცემლობის საერთაშორისო საავტორო უფლებების მენეჯერთან ან გამომცემელთან. ასევე ლიტერატურულ აგენტთან, რადგანაც, ხშირად, თავად გამომცემელი და ავტორი საავტორო უფლებებს გადასცემს ლიტერატურულ აგენტს, რომლის ძირითად საქმიანობას საავტორო უფლებების საზღვარგარეთ გაყიდვა წარმოადგენს.

• იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტილება მიიღეთ მთარგმნელობით საქმიანობაში წარნმატებას მიაღწიოთ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი არაერთ პროგრამას და პროექტს გთავაზობთ. მათ შორის: მთარგმნელობითი პროგრამები (ქართული ლიტერატურა ლიტერატურა თარგმანებში; უცხოური ლიტერატურა ქართულ თარგმანებში; საცდელი თარგმანების პროგრამა) და პროფესიული პროგრამები მთარგმნელებისთვის.

რამდენიმე სასარგებლო რჩევა მთარგმნელებს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისგან:

  • მთარგმნელობითი საქმიანობის დაწყებამდე აუცილებელია ერთგვარი კვლევის ჩატარება, გამომცელობების და ლიტერატურული სააგენტოების ვებგვერდებზე წარმოდგენილი წიგნების და ავტოების შესახებ ინფორმაციის მოძიება,; მთარგმნელი კარგად უნდა იცნობდეს სათარგმნად შერჩეული ნაწარმოების შესახებ არსებულ რეცენზიებს, ადგილობრივ თუ უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ კრიტიკულ წერილებსა თუ გამოხმაურებას და ლიტერატურულ პრემიების შედეგებს.
  • თუ თქვენ გაინტერესებთ უნფორმაცია იმის სესახებ, არის თუ არა თარგმნილი თქვენ მიერ შერჩეული ნაწარმოები შესაბამის უცხო ენაზე, სასურველია დაუკავშირდეთ უსუალოდ ავრტორს, გამომცემელს, ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს, ეროვნულ ბიბლიოთეკას.
  • სასურველია საკუთარი პროფესიული პორტფოლიოს მომზადება და მისი მუდმივი განახლება შესაბამისი აკადემიური განათლების, პროფესიული გამოცდილებისა, უკვე შესრულებული თარგმანების მონაცემების და დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მითითებით. 
  • გამომცემელთან თანამშრომლობისა და თარგმანზე მუშაობის დაწყებამდე გთხოვთ გაითვალისწინოთ:
ა) ყურადღებით გაეცნოთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს;
ბ) ხელშეკრულების პირობებში ნათლად უნდა იყოს გაწერილი ორივე მხარის უფლება-მოვალეობები;
გ) ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს მთარგმნელის ჰონორარი, შესრულებული სამუშაოს დასრულების ვადა.
დ) ხელშეკრულებაში სასურველია აღნიშნული იყოს, რომ თქვენ მიერ შესრულებული თარგმანი, რედაქტირების შემდეგ, გამოცემამდე კიდევ ერთხელ შეთანხმდება თქვენთან.
ე) ყურადღება მიაქციეთ ხელშეკრულების იმ პარაგრაფს, სადაც აღნიშნული იქნება თუ რამდენი წლით და რა პირობებით გადასცემთ გამომცემელს თქვენ მიერ თარგმნილი ნაწარმოების გამოცემის უფლებას;
ე) ხელშეკრულების დედანი (2 ეგზემპლარი) მთარგმნელსა და გამომცემელს შორის უნდა დადასტურდეს ორივე მხარის ხელმოწერით;
ვ) მთარგმნელობითი სამუშაოს დასრულების შემდეგ გამომცემელსა და მთარგმნელს შორის უნდა გაფორმდეს მიღება-ჩაბარების აქტი (2 ეგზემპლარი) და დადასტურდეს ორივე მხარის ხელმოწერით.