- ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, ორდღიანი პროფესიული სემინარი გაიმართა. სემინარებს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელოვნებო და სამეცნიერო ორგანიზაციების და საგამომცემლო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
2015 წლის 5-6 თებერვალი - პროფესიული სემინარი "როგორ მოვემზადოთ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამისთვის". ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტი, ტობიას ვოსი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ხელმძღვანელი, სიმონე ბიულერი. პარტნიორი ორგანიზაცია - საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკა.
იხ. ბმული სემინარები „როგორ მოვემზადოთ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამისთვის“
- ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება სპეციალური პროფესიული სემინარები ქართველი გამომცემლებისთვის. ქართველ გამომცემლებს საშუალება ეძლევათ ინტენსიური სემინარების ფარგლებში გაიზიარონ უცხოელი ექსპერტების გამოცდილება საგამომცემლო სექტორში და განავითარონ თავიანთი პროფესიული უნარ-ჩვევები.
2014 წლის 25-27 სექტემბერი - სემინარები საერთაშორისო უფლებებსა და საგამომცემლო მენეჯმენტში. Elke Furhmann (Fischer Verlag) და Wolfgang Ferchl (Knaus Verlag). პარტნიორი ორგანიზაცია - გოეთეს ინსტიტუტი.
იხ. ბმული პროფესიული სემინარები ქართველი გამომცემლებისთვის