სექტორები

ლაიფციგის წიგნის ბაზრობა

ლაიფციგის წიგნის ბაზრობა, სხვა საერთაშორისო წიგნის ბაზრობებისგან განსხვავებით, ორიენტირებულია ავტორებსა და მკითხველზე. ამ პერიოდში მთელი მსოფლიოდან მწერლების, გამომცემლებისა და მკითხველის ლაიფციგში ვიზიტი ძირითადად ემსახურება ლიტერატურული სიახლეების აღმოჩენას. ლაიფციგის წიგნის ბაზრობის ფარგლებში ქალაქის მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა ლიტერატურული საღამო და დისკუსიები ავტორებისა და მთარგმნელების მონაწილეობით.