ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით მაკედონიურ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის „Antolog Books Dooel“ მიერ გამოიცა თანამედროვე ქართველი მწერლის ზაზა ბურჭულაძის რომანი „ADIBAS“.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით თურქულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის „Aylak Adam Kültür Sanat Yayıncılık“ მიერ გამოიცა ცნობილი ქართველი მწერლის ოთარ ჭილაძის რომანი „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“.
``ზაზა კოშკაძე კიდევ ერთი ავტორია, რომელმაც ჩემი გული დაიპყრო... იმედი მაქვს, WorldCon-ის კომიტეტი მომავალ წელს მას კიდევ მოიწვევს აშშ-ში``. ეს არის ამონარიდი ჰიზერ ლი დაიერის ბლოგიდან ``How WorldCon 2015 changed my life``.