სიახლეები

„ზაზა კოშკაძე კიდევ ერთი ავტორია, რომელმაც ჩემი გული დაიპყრო... იმედი მაქვს, WorldCon-ის კომიტეტი მომავალ წელს მას კიდევ მოიწვევს აშშ-ში". ეს არის ამონარიდი ჰიზერ ლი დაიერის ბლოგიდან “How WorldCon 2015 changed my life”, რომელიც ავტორმა Hugo Awards-ის სახელით ცნობილი კონფერენციის „Sasquan 73rd World Science Fiction Convention” შესახებ დაწერა. 

თანამედროვე ქართველი ავტორი ლევან ცერცვაძე (ზაზა კოშკაძე) აშშ-ში, ვაშინგტონის შტატის ქალაქ სფოუქენში კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით იმყოფებოდა.