სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ უცხოელი გამომცემლებისთვის გამოცხადებულ მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ მეორე სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში შემოსული 48 განაცხადიდან, ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაფინანსდება 30 საერთაშორისო პროექტი:

გერმანია
ნიკო ლორთქიფანიძე, ამირან ნინუა, ნოდარ დუმბაძე, რევაზ ინანიშვილი, ანა მხეიძე, კოტე ჯანდიერი, დათო ბარბაქაძე, ლაშა ბუღაძე, ბესო ხვედელიძე - ქართული მოთხრობების ანთოლოგია - Helmut Buske – Verlag GmbH
მიხეილ ჯავახიშვილი - „ყბაჩამ დაიგვიანა“ - Passanten Verlag
მიხეილ ჯავახიშვილი - „მოთხრობების კრებული“ - Anthea Verlag
ნაირა გელაშვილი - „მე ის ვარ“ - Verbrecher Verlag Jörg Sundermeier
ბელა ჩეკურიშვილი - პოეზიის კრებული - Verlag das Wunderhorn GmbH
შოთა ჩანტლაძე - „მე მოვალ“ - POP Verlag Ludwigsburg 
დათო ბარბაქაძე - „ესეების და ლექსების კრებული“ - POP-Verlag Ludwigsburg
ბადრი გუგუშვილი - „პოეზიის კრებული“ - POP-Verlag Ludwigsburg 
ირმა რატიანი, გაგა ლომიძე, მაკა ელბაქიძე, მარინე ტურაშვილი, მირანდა ტყეშელაშვილი - „ქართული ლიტერატურა ძალიან მოკლედ“ - POP Verlag Ludwigsburg

ავსტრია
დიანა ანფიმიადი - „პირადი კულინარია“ - Wieser Verlag GmbH

აშშ
გივი ალხაზიშვილი - პოეზიის კრებული - Whale Road Books

შვედეთი
ზურაბ რთველიაშვილი - „პოეზიის დიქტატურა“ - Smockadoll Förlag

პოლონეთი
გოგი გვახარია - „ცრემლიანი სათვალე“ - Wydawnictwo KEW, Kolegium Europy Wschodniej im.Jana Nowaka-Jezioranskiego we Wroclawiu

სერბეთი
აკა მორჩილაძე - „მოგზაურობა ყარაბაღში“ - Dereta Doo

უკრაინა
გრიგოლ რობაქიძე - „გველის პერანგი“ Calvaria Publishing House
უიარაღო - „მამელუკი“ - Anetta Antonenko Publishers
ბასა ჯანიკაშვილი - პიესების კრებული: „გაბრაზებული ჩიტი (Angry Bird) და ომობანა“ - PR-Prime Company

რუსეთი
გურამ ოდიშარია - კრებული: „სოხუმში დაბრუნება; პრეზიდენტის კატა; სათვალიანი ბომბი“ -Kulturnaya Revolutcia
ოთარ ჭილაძე - „აველუმი“ - Kulturnaya Revolutcia

თურქეთი
ნინო სადღობელაშვილი - „თავშესაფარი“ - Gece Kitapligi Publishing
ზვიად კვარაცხელია - „ფორმა N100“ - Gece Kitapligi Publishing
მიხეილ ჯავახიშვილი - „კვაჭი კვაჭანტირაძე“ - AYLAK ADAM KÜLTÜR SANAT YAYINCILIK

აზერბაიჯანი
გიორგი კეკელიძე - „გურული დღიურები“ - ADK Publishing House

სომხეთი
თამარ გაბროშვილი - კრებული - Grakan Hayrenik CGSC
გურამ ოდიშარია - „პრეზიდენტის კატა“ - Antares LTD

მაკედონია
თამთა მელაშვილი - „გათვლა“ - SHKUPI Publishing House
ლაშა ბუღაძე - „ლიტერატურული ექსპრესი“ - Publishing House Prozart Media

ალბანეთი
თამაზ ჭილაძე - „ბრეიგელის მთვარე“ - Publishing House Fan Noli
ოთარ ჭილაძე - „აველუმი“ - OMBRA GVG- Publishing House

ეგვიპტე
არჩილ სულაკაური - „სალამურას თავგადასავალი“ - Al Kotob Khan for Publishing & Distribution