სიახლეები
10-14 სექტემბერს გაიმართა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ორგანიზაცია Literature Across Frontiers-ის, ბრიტანეთის საბჭოს და საქართველოს მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებული ქართული პოეზიის თარგმანის სემინარები. სემინარში მონაწილეობდნენ ქართველი და ბრიტანელი პოეტები და მთარგმნელები. სემინარების ფარგლებში მომზადებული თარგმანები ანთოლოგიის სახით გამოიცემა 2015 წელს ბრიტანული გამომცემლობა „Arc Publications“-ის მიერ.