სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა ავსტრიის მრავალენოვანი საბავშვო ბიბლიოთეკისთვის ქართულენოვანი საბავშვო მხატვრული ლიტერატურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა.

ცენტრმა მხარი დაუჭირა ავსტრიაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ბავშვებისთვის მრავალენოვანი საბავშვო ბიბლიოთეკის შექმნის ინიციატივას და ორგანიზაციების „Who I Am“ და „European Council of International Schools“ საქველმოქმედო აქციაში ქართველ გამომცემლებთან ერთად ჩაერთო.

პროექტის მიზანია ავსტრიაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ბავშვებისთვის მშობლიურ ენაზე წიგნის წვდომის ხელშეწყობა. შესაბამისად, უახლოეს მომავალში ქ. ვენაში მცხოვრებ ქართველ ბავშვებსა და მოზარდებს მსოფლიო საბავშვო ბიბლიოთეკაში ქართულ ენაზე მათთვის საინტერესო მხატვრული ლიტერატურის კითხვის შესაძლებლობა მიეცემათ.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი მადლობა უხდის გამომცემლობებს - ზებრა გრუპს, წიგნი+ერს, პალიტრა L, პედაგოგიკასა და არტანუჯს საინტერესო საბავშვო და საყმაწვილო წიგნების გადმოცემისთვის.