ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ უცხოელი გამომცემლებისთვის გამოცხადებულ მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ პირველი სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში შემოსული 30 განაცხადიდან, ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაფინანსდება 15 საერთაშორისო პროექტი:
გერმანია
- ლაშა ბუღაძე - „ლიტერატურული ექსპრესი“ – Frankfurter Verlagsanstalt GmbH
- მანანა დუმბაძე - „ავღანეთი ბარონის ჭუჭრუტანიდან“ - LIT VerlagExpeditionen GmbH
- ანა კორძაია-სამადაშვილი - „ვინ მოკლა ჩაიკა“ - Verlag Hans Schiler
დიდი ბრიტანეთი
- რ. ამაღლობელი, შ. იათაშვილი, გ. ნახუცრიშვილი, ლ. სამნიაშვილი, მ. სარიშვილი, ი. ჩარკვიანი - პოეზიის ანთოლოგია (ექვსი ქართველი პოეტი) - Arc Publications Ltd
- მ. სარიშვილი, ე. ქევანიშვილი, ლ. სამნიაშვილი, თ. თოფურია, დ. ანფიმიადი, ლ. ლიქოკელი, ნ. ინგოროყვა, რ. კაიშაური, ს. ბენიძე, ლ. სტურუა - თანამედროვე ქართველი პოეტი ქალები - „ათი ქართველი პოეტი ქალი“ - Francis Boutle Publishers
იტალია
- აკა მორჩილაძე - „ობოლე“ - Del Vecchio Editore
- ერლომ ახვლედიანი - „ვანო და ნიკო/იგავები თავდაყირა/კაცი, რომელმაც თავი დაკარგა და სხვა ამბები“ - Atmosphere Libri Di Mauro Di Leo
- გივი ალხაზიშვილი - „ვრცელი წამი“ - Giuliano Ladolfi Editore S.R.L.
შვედეთი
- ზურაბ რთველიაშვილი - „150. 000 მეგაჰერცი“ - Smockadoll Förlag
თურქეთი
- ნაირა გელაშვილი - „მე ის ვარ“ - Benceajans Basin Yayin Dağitim Eğitim Bilişim
ლიტვა
- ბონდო მაცაბერიძე - „ზღაპრები ბექნა ბიჭზე“ - TikraKnyga
უკრაინა
- შოთა იათაშვილი - ლექსების კრებული - TOV KompaniyaKrok
აზერბაიჯანი
- ოთარ ჭილაძე - „მარტის მამალი“ - Alatoran Jurnal Redaksivas
სომხეთი
- ნოდარ დუმბაძე - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ - Antares LTD
ეგვიპტე
- თამაზ ჭილაძე - „ბრეიგელის მთვარე“ - SEFSAFACulture and Publishing