ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიზანია ღია და გამჭვირვალე კონკურსის გზით შეირჩეს აღნიშნული პროექტისთვის საპატიო სტუმარი ქვეყნის ის კონცეფცია, ლოგო და სლოგანი, რომლითაც საქართველო 2018 წელს წარსდგება კულტურის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო პლატფორმაზე.
სწორედ ამ კონცეფციით უნდა წარსდგეს საქართველო გერმანიაში და გააცნოს საერთაშორისო აუდიტორიას თავისი მრავალსაუკუნოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა და ამავე დროს თანამედროვე შემოქმედებითი პოტენციალი.
იხილეთ საკონკურსო პირობები