სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ესპანურ ენაზე ითარგმნა და ტლაქსკალას კულტურის ინსტიტუტის (Instituto Tlaxcalteca de la Cultura) მიერ მექსიკაში გამოიცა ანთოლოგია „სახელწოდებით თანამედროვე ქართული ლიტერატურა“. გამოცემაში შესულია შემდეგი ავტორების ნაწარმოებები: მარიამ ბექაური, ზაზა ბურჭულაძე, ლაშა ბუღაძე, რეზო გაბრიაძე, დავით დეფი, თეონა დოლენჯაშვილი, გურამ დოჩანაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ზურაბ ლეჟავა, მაკა მიქელაძე, აკა მორჩილაძე, ზაალ სამადაშვილი, ნინო ტეფნაძე, დავით ქართველიშვილი, არჩილ ქიქოძე, ნუგზარ შატაიძე, ბესიკ ხარანაული, მამუკა ხერხეულიძე, ირაკლი ჯავახაძე, კოტე ჯანდიერი. მთარგმნელები: პაბლო დუარტე სანჩესი და ლანა კალანდია.