სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ ბრიტანეთის საბჭოსთან, ბრიტანულ ლიტერატურულ მთარგმნელობით ცენტრთან და ნორიჩის მწერალთა ცენტრთან თანამშრომლობით გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეირჩა 8 მთარგმნელი, რომელიც მიმდინარე წლის 7 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით თბილისში გამართულ მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელობით სემინარში მიიღებს მონაწილეობას:

ქართული ენიდან ინგლისურ ენაზე მთარგმნელთა ჯგუფი:
რებეკა გოულდი, ადამ სმარტი, შარლოტა მარსდენი, ნატალია ბუკია-პეტერსი.

ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე მთარგნელთა ჯგუფი:
ანი კოპალიანი, დავით გაბუნია, ნინო ბარძიმიშვილი, ლია ჯამბურია.