სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის, თანამედროვე ფილოსოფიის ფუძემდებლის რენე დეკარტის „სულის ვნებანი“ (მთარგმნელი დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია) და ბერძენი მწერლის დიმიტრის დიმიტრიადისის „ვკვდები როგორც ქვეყანა“(მთარგმნელი თათია მთვარელიძე).

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის გამომცემლობა „აგორას“ და საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსს“ მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოცემებისთვის.