სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ ქართული ლიტერატურის გერმანულ და ინგლისურ ენებზე თარგმნის მიზნით გამომცემლებისთვის, მთარგმნელებისა და ლიტერატურის აგენტებისთვის გამოცხადებულ მთარგმნელობითი პროგრამის „საცდელი თარგმანები“ ფარგლებში გამოვლინდა 21 გამარჯვებული პროექტი: ინგლისურ ენაზე - 7 საცდელი თარგმანი (ექსპერტი: დონალდ რეიფილდი), ხოლო გერმანულ ენაზე - 14 საცდელი თარგმანი (ექსპერტი: ალექსანდრე კარტოზია).

საცდელი თარგმანები გერმანულ ენაზე:

  • ვიტეკი ლია (მთარგმნელი) - ნაირა გელაშვილი - „მე ის ვარ“; 
  • კანდელაკი მაკა (მთარგმნელი) - გოდერძი ჩოხელი - „ადამიანთა სევდა“;
  • ლომთაძე ნიკა, კიმი სუზან (მთარგმნელები) - გურამ დოჩანაშვილი - „სამოსელი პირველი“; 
  • მიქელაძე-ბახსოლიანი ნათია (მთარგმნელი) - არჩილ ქიქოძე - „ჩიტის და კაცის ამბავი“;
  • ოქროპირიძე სერგო (მთარგმნელი) - ჯემალ ქარჩხაძე - „ანტონიო და დავითი“; 
  • ოქროპირიძე სერგო, ბერძენიშვილი დევი (მთარგმნელები) - ელისო ჩუბინიშვილი - „ფრუ, გი და სხვები“; 
  • რეკკ-კოტრიკაძე თამარ (მთარგმნელი) - ნაირა გელაშვილი - „ამბრნი, უმბრნი და არაბნი“; ნაირა გელაშვილი -„გოლიათების მწვანე კუნძული და ლტოლვილი გოგონა ნია-ნია (ზღაპარი); ვასილ გულეური - „დაბრუნებული ბგერები“ (საშობაო ზღაპარი); 
  • ფანჯიკიძე მაია (მთარგმნელი) - გურამ ფანჯიკიძე - „ეშმაკის ბორბალი“; „სპირალი“; „რექვიემი“; 
  • ჯამბურია სანდრო (მთარგმნელი) - კახა ჯამბურია - „ღმერთი არსებობს, იცი?“; 
  • მთარგმნელთა ჯგუფი „Versatorium“ (ნინო იდოიძე, ზურაბ კინწურაშვილი, იულია დენგი, ჰელმუტ ეგე, ფრანცისკა ფიუქსლი, მათიას მიულერი, ფელიქს რაინშტადლერი) - ნოდარ დუმბაძე - „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“.

 საცდელი თარგმანები ინგლისურ ენაზე:

  • აბდუშელიშვილი ლელა (მთარგმნელი) - მანანა დუმბაძე - „ავღანეთი ბარონის ჭუჭრუტანიდან“; 
  • გოგუა ნინო (მთარგმნელი) პაატა შამუგია - ლექსი „საქმიანი პოეტი“ კრებულიდან „შიზოგადოება“. 
  • დუმბაძე მანანა (მთარგმნელი) - მაყვალა გონაშვილი - ლექსების კრებული; 
  • სიხარულიძე გიორგი (მთარგმნელი) - ცოტნე ცხვედიანი - „ოქროს ქალაქი“; 
  • ყიასაშვილი მაია (მთარგმნელი) - ნინი ჩაკვეტაძე - „1-13“; 
  • ყიასაშვილი მაია (მთარგმნელი) - გიორგი ლეონიძე - „ნატვრის ხე“;
  • ჰეივეი ელიზაბეტ (მთარგმნელი) - ირაკლი სამსონაძე - „ყურთბალიში“.