ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ ქართველი გამომცემლებისთვის გამოცხადებულ მთარგმნელობითი პროგრამის „უცხოური ლიტერატურა ქართულ თარგმანებში“ ფარგლებში გამოვლინდა 18 გამარჯვებული პროექტი:
- რობერტ ბერნსი - ლექსები - გიორგი გოკიელი (მთარგმნელი) - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;
- ჯორჯ გორდონ ბაირონი - ლექსები - ოთარ ცისკაძე (მთარგმნელი) - მუსიკალური ფონდი;
- კურტ ვონეგუტი - „მეხუთე სასაკლაო ანუ ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა“ - ქეთი ქანთარია (მთარგმნელი) - დიოგენე;
- ელის მანრო - „ძვირფასი სიცოცხლე“ - გია ჭუმბურიძე (მთარგმნელი) - დიოგენე;
- ჯულიან ბარნსი - „ინგლისი, ინგლისი“ - ზაზა ჭილაძე, გია ჭუმბურიძე (მთარგმნელები) - დიოგენე;
- ჯონ ფაულზი - „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“ - თამარ ჯაფარიძე (მთარგმნელი) - დიოგენე;
- გილიან ფლინი - „გაუჩინარებული ქალი“ - ირაკლი ლომოური (მთარგმნელი) - პალიტრა L;
- დინ ქუნცი - „უცნაური თომასი“ - ირაკლი ლომოური (მთარგმნელი) - პალიტრა L;
- ქეით რუთ დეივისი - „ვამპირული ომები: ბნელი ძალების ტყვეობაში“ - ანა ჭიჭინაძე (მთარგმნელი) - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;
- რენე დეკარტი - „სულის ვნებანი“ - დარეჯან ლაბუჩიძე (მთარგმნელი) - აგორა;
- მარსელ პრუსტი - „სოდომი და გომორი“ - გიორგი კახაბერი, ნატო ხევსურიშვილი (მთარგმნელები) - არტანუჯი;
- პიერ პაოლო პაზოლინი - „ქუჩის ბიჭები“ - ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) - დიოგენე;
- ალესანდრო ბარიკო - „მეოცე“ - ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) - ძია ნოდარის წიგნები;
- კარლო მ. ჩიპოლა - „სახალისო, მაგრამ არც ისე“ - ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) - ძია ნოდარის წიგნები;
- ამინ არ-რეიჰანი, ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - მცირე პროზა, ესეისტიკა - დარეჯან გარდავაძე, ნინო დოლიძე, იზოლდა გრძელიძე, ინგა ზურაბიშვილი, ნინო სურმავა (მთარგმნელები) - არტლაინსი (ქართული აკადემიური წიგნი);
- გიორგოს სეფერისი - „შემობრუნება“, ლექსები - მაია კაკაშვილი, მარიამ წიკლაური (მთარგმნელები) - ინტელექტი;
- დიმიტრის დიმიტრიადისი - „ვკვდები როგორც ქვეყანა“ - თათია მთვარელიძე (მთარგმნელი) - ლოგოსი;
- სვეტლანა ალექსიევიჩი - „ჩერნობილის ლოცვა. მომავლის ქრონიკა“ - ნინო ბექიშვილი (მთარგმნელი) - არტანუჯი.