ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული სპეციალური პროგრამის “ქართული ლიტერატურის ფრანგულ ენაზე საცდელი თარგმანები“ შედეგები ცნობილია.
პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 29 აპლიკანტმა, რომელთა ნამუშევრები შეაფასა ცენტრის ექსპერტმა, ცნობილმა ქართველოლოგმა ბერნარ უტიემ. პროგრამის პირობების დაცვით შემოსული განაცხადებიდან, ექსპერტის დადებითი შეფასება მიიღო 14 აპლიკანტმა: ეთერ გავაშელი, ილია გასვიანი, სიბილა გელაძე, მაია ვარსიმაშვილი-რაფაელი, დალი იაშვილი, იგორ კოტოვი, მარიკა მეგრელიშვილი, თინა მელიავა/დარეჯან მელიავა, ნიკოლა პრიუდომი, ტურნონ სოფი, ხათუნა ქართლელიშვილი-კროზი, ბაჩანა ჩაბრაძე, ნინო ციმაკურიძე, შორენა ციცაგი.
15 აპლიკანტისთვის, რომლებაც, ამ ეტაპზე, ვერ მიიღეს ექსპერტის მაღალი შეფასება, ცენტრი გეგმავს სპეციალურ პროფესიულ მთარგმნელობით სემინარს. შესაბამისი ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ცენტრი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს და ბატონ ბერნარ უტიეს პროგრამაში მონაწილეობისთვის და ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.