სიახლეები

დაიწყო განაცხადების მიღება ქალაქ გრაცის (ავსტრია) სარეზიდენციო სტიპენდიებზე მწერალთათვის.
პროგრამა Writer of the City of Graz ხორციელდება ყოველწლიურად და ითვალისწინებს Cerrini-Schloessl on the Schlossberg-ში მწერლების ცხოვრებას 2019 წლის 1 სექტემბრიდან 2020 წლის 31 აგვისტომდე და ყოველთვიურ სტიპენდიას 1300 ევროს ოდენობით. შერჩეულმა მწერალმა მოცემული 12 თვიდან მინიმუმ 8 თვე უნდა იცხოვროს გრაცში.
პროგრამისა და განაცხადის გაგზავნის თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ბმული: