სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი გერმანულ ფონდთან Stiftung Buchkunst თანამშრომლობით აცხადებს მიღებას საერთაშორისო კონკურსში წიგნის საუკეთესო დიზაინისთვის მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქართველ გამომცემელს, რომელიც ცენტრში წარმოადგენს 2018 წელს გამოცემულ არა უმეტეს 3 რჩეულ წიგნს.

შერჩეული წიგნები საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გაიგზავნება ქ. ლაიფციგში, სადაც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასობით საუკეთესო გამოცემას შორის ვლინდება "Best Book Design From All Over The World".

გამოცემები მიიღება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ოფისში (მისამართი: სანაპიროს N4, მესამე სართული) 25 იანვრის 18 საათამდე.

გისურვებთ წარმატებას!