ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ბოლო დღეს გაიმართა სტატუსის გადაცემის ტრადიციული ცერემონიალი. 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარმა ქვეყანამ საქართველომ სტატუსი მომავალი წლის საპატიო სტუმარს, ნორვეგიას გადასცა.
ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა: პირველ ნაწილში გაიმართა მოქმედი და მომავალი საპატიო სტუმარი ქვეყნების ავტორების, ზურაბ ქარუმიძისა და ოსნე საიეშტადის (Åsne Seierstad) ლიტერატურული საუბარი. მეორე ნაწილში კი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტის იურგენ ბოსის მედიატორობით საუბარი გაიმართა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორს მედეა მეტრეველსა და ნორვეგიის საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ხელმძღვანელს მარგიტ ვალსოს შორის (Margit Walsø) შორის.
მედეა მეტრეველმა სამადლობელი სიტყვა სპეციალური ვიდეო რგოლით დაასრულა.
ღონისძიების კულმინაციას სტატუსის გადაცემის ცერემონიალი წარმოადგენდა, როდესაც მედეა მეტრეველმა საპატიო სტუმარი ქვეყნის გრაგნილი მარგიტ ვალსს გადასცა.
ღონისძიების დასასრულს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა 2018 წლის საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის წარმომადგენლებს სიურპრიზი მოუწყეს და სპაციალურად მათთვის სიმღერა „სულიკო“ შეასრულეს.