სიახლეები

ფრანკფურტის ქუჩებისა და მეტროსადგურების საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის საიმიჯო პროდუქციით შეფუთვა გრძელდება. ქალაქში მასშტაბურად ანონსდება როგორც საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი, ასევე პროგრამის ღონისძიებები. ქალაქი უნიკალური ქართული ანბანითა და ქართველი არტისტების პოსტერებით ფორმდება.

9 ოქტომბრიდან, მთელი კვირის განმავლობაში, ფრანკფურტის ქუჩებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე 40-ზე მეტი ბანერი, ცენტრალურ მეტროსადგურზე კი 20-ზე მეტი მეგაბანერი დაიდგმება.

10 ოქტომბრიდან, ბაზრობის კვირეულში, 36 საინფორმაციო ეკრანზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის საიმიჯო ვიზუალი განთავსდება.

სარეკლამო-საიმიჯო ბანერები უკვე განთავსდა ბაზრობასთან და ბაზრობის ტერიტორიაზე, ასევე შეფუთულია ფრანკფურტის საგამოფენო სივრცესთან მისასვლელი მეტრო სადგური.

ფრანკფურტის ყველა ლიტერატურული და კულტურული ინსტიტუცია მის სივრცეში დაგეგმილ ან მიმდინარე ღონისძიებებს სპეციალური ბანერებით აანონსებს, ქალაქი თითქმის ყველა სარეკლამო ბოძი ქართული ლიტერატურული და კულტურული ღონისძიებების შესახებ საინფორმაციო პოასტერებითაა შეფუთული.