სიახლეები

გაცნობებთ, რომ ქართული ლიტერატურის მიმართ უცხოელი გამომცემლების მხრიდან მზარდი ინტერესის გამო, მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“, 2018 წლის მესამე სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში, ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში შემოვიდა ძალიან ბევრი განაცხადი. გამომდინარე იქიდან, რომ თარგმანებისთვის განკუთვნილი ცენტრის ბიუჯეტი 2018 წელს ძირითადად გერმანულენოვანი თარგამანების ხელშეწყობაზე იყო ორიენტირებული, ცენტრმა ვერ შეძლო სხვა ენებეზე ქართული ლიტერატურის თარგმანების ხელშეწყობა. მიუხედავად ამისა, უახლოეს მომავალში ცენტრი სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად შეიმუშავებს გეგმას, რომელიც პროექტების დამატებით განხილვის და მათი მხარდაჭერის შესაძლებლობას განიხილავს.