სიახლეები

საერთაშორისო კონკურსის - მსოფლიო ილუსტრაციის პრემია 2018 (Global Illustration Award 2018)-ის ერთერთი თემატური საკონკურსო კატეგორია 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სლოგანს Georgia Made by Characters ეძღვნება.
 
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისა და International Information Content Industry Association (ICIA) მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო კონკურსს ყოველწლიურად ჩინეთში ილუსტრაციების სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმა illuSalon ახორციელებს.

კონკურსი ხუთ კატეგორიას მოიცავს - წიგნის ილუსტრაცია; ორიგინალური საბავშვო სურათებიანი წიგნი, რომელიც ჯერ არ არის გამოცემული; სარეკლამო და სარედაქციო ილუსტრაცია; სამეცნიერო ილუსტრაცია; თემატური ილუსტრაცია. სწორედ წლევანდელი თემატური კატეგორიის სახელწოდება Signs & Civilization არის შთაგონებული ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სლოგანით.

საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად ილუსტრატორებს, ასევე გამომცემლებსა და სხვადასხვა ტიპის საგამომცემლო ორგანიზაციას.
აპლიკაციები მიიღება ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით მიმდინარე წლის 15 ივნისამდე. ნამუშევრები განიხილება ივლისის ბოლოს. პირველადი სიები აგვისტოს ბოლოს კონკურსის ვებგვერდზე გამოქვეყნდება, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი ფრანკფურტში 10 ოქტომბერს გაიმართება.

კონკურსის Global Illustration Award 2018 -ის გამარჯვებულები სოლიდური ფულადი პრემიებითა და სერთიფიკატებით დაჯილდოევდებიან:
Grand Award winner: 6000 ევრო
Gold Award winners: 2000 ევრო
Excellent Award winners: 1000 ევრო

გთხოვთ იხილოთ დეტალური ინფორმაცია ვებგვერდზე, ან ჩამოტვირთეთ სარეგისტრაციო GIA 2018 _ submission guidline და საკონკურსო Global Illustration Award 2018_ Call for Entry პირობები.