ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის და ეროვნული სტენდის კონცეფციის შესარჩევი ბაზრის კვლევის ფარგლებში, კომისიამ განიხილა 7 აპლიკანტის (ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაცია (AIWA), Art-transfer, გია ბოხუას სტუდია, ხელოვნების ინტერდისციპლინური კვლევის ლაბორატორია (AIRL), DESIGNBUREAU, პროპაგანდა, Wforte) მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია.
შემფასებელი კომისიის გადაწყვეტილებით, შერჩეულ იქნა გია ბოხუას სტუდიის მიერ წარმოდგენილი პროექტი.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის ყველა კომპანიას სანტერესო იდეებისთვის, აქტიურობისა და ჩართულობისთვის.