სიახლეები

სსიპ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწვევენ დაინტერესებულ კომპანიებს საქართველოს 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის და ეროვნული სტენდის კონცეფციის მომზადებისთვის. კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროექტი უნდა ეფუძნებოდეს საპატიო სტუმარი ქვეყნის ძირითად კონცეფციას და სლოგანს Georgia Made by Characters/ანბანით მოთხრობილი საქართველო.
შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენამდე, კონსულტაციის მიზნით, გაიმართება შეხვედრა კომისიის წევრებთან 2018 წლის 7 თებერვალს 11:00-12:00 საათზე და 9 თებერვალს 11:00-12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

• კანდიდატებმა 2018 წლის 15 თებერვლის 18სთ-მდე უნდა წარმოადგინონ:
    -პავილიონის ვიზუალიზაცია ესკიზურ დონეზე ზონირების გარეშე;
    -პროექტის ზოგადი კონცეფცია წერილობით 3-10 გვერდამდე მოცულუბით;
    -პროექტის განხორციელების ბიუჯეტი;
    -პროექტზე მომუშავე შემოქმედებითი გუნდის შემადგენლობა, პოზიციები და ფუნქციები;
    -ძირითადი გუნდის წევრების თანხმობის წერილები და ბიოგრაფიები (ან CV).
განაცხადები მიიღება PDF ფორმატში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@book.gov.ge, 2018 წლის 15 თებერვლის 18:00სთ-მდე.
არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
• წარმოდგენილი პროექტებიდან 2018 წლის 18 თებერვლამდე კომისია, შერჩევის პირობების შეფასების წესის მიხედვით, გამოავლენს ერთ გამარჯვებულ კომპანიას.
• გამარჯვებულ კომპანიასა და ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმდება ხელშეკრულება.