სიახლეები

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის და ეროვნული სტენდის კონცეფციის შექმნასთან დაკავშირებით ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში შემოვიდა თოთხმეტი განაცხადი: Betterfly, Designbureau, Art-Transfer, Hobbystudio, Interactive Solutions, KMX, McCANN Tbilisi, Open Space, ოპტიმუსი, Vanila Event, W Forte, Wizzard Event, დალანდელი, ვიზუალური ხელოვნების ცენტრი. 
 
კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, მეორე ეტაპისთვის შერჩეულ იქნა რვა კომპანია:

Betterfly 
ვიზუალური ხელოვნების ცენტრი 
Wizzard Event 
W Forte 
Art-Transfer 
Designbureau 
McCANN Tbilisi 
KMX

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის ყველა კომპანიას დაინტერესებისთვის და წარმატებას უსურვებს მეორე ეტაპზე გადასულ ორგანიზაციებს.