სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის Euterpe თანამშრომლობის ფარგლებში, წიგნის ხელოვნების გერმანული ფონდის Buchkunst-ის დიზაინის კონკურსისთვის შეირჩა და გერმანიაში გაიგზავნა შემდეგი ქართული გამოცემები:

  • ბაგრატ ბატონიშვილის სამზარეულოს წიგნი - ქარჩხაძის გამომცემლობა
  • მაუგლი - რადიარდ კიპლინგი - პალიტრა L
  • ვეფხისტყაოსანი - შოთა რუსთაველი - ბაკმი
  • ბარბარე ჯორჯაძე - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
  • ბილი მილიგანის მრავალი გონება - დენიელ კიზი - წიგნები ბათუმში
  • ჩაკლული სული - გრიგოლ რობაქიძე - ინტელექტი
  • მექანიკური როიალი - ნუგზარ ზაზანაშვილი - დიოგენე
  • დაშლა - დავით გაბუნია - წიგნები ბათუმში
  • სტენოგრაფიული რომანები - ელენე პეპი ბოჭორიშვილი - სეზანი
  • საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ - იურისტების სამყარო
  • იგი - ჯემალ ქარჩხაძე - ქარჩხაძის გამომცემლობა
  • ვეფხისტყაოსნის აფორიზმები - პოეზია პრესი
  • აზრები - არტანუჯი

კონკურსი საერთაშორისოა და მასში მთელი მსოფლიოდან ასობით რჩეული გამოცემა მონაწილეობს. კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი 2018 წლის ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე გაიმართება.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის ქართველ გამომცემლებს ჩართულობისთვის და უსურვებს წარმატებას.