სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ უცხოელი გამომცემლებისთვის გამოცხადებულ მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ 2018 წლის პირველი სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში შემოსული განაცხადებიდან, ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაფინანსდება 23 საერთაშორისო პროექტი:

გერმანია 

  • ბექა ახალაია, გივი ალხაზიშვილი, დიანა ანფიმიადი, ეკა ბაქრაძე, დალილა ბედიანიძე, ზაზა ბიბილაშვილი, ტარიელ ჭანტურია, მანანა ჩიტიშვილი, მიშო დადიანი, ბათუ დანელია, ნინო დარბაისელი, ნაირა გელაშვილი, რეზო გეთიაშვილი, ელა გოჩიაშვილი, ვახტანგ ჯავახაძე, კატო ჯავახიშვილი, ზურა ჯიშკარიანი, რუსუდან კაიშაური, ეკა ქევანიშვილი, ზაზა კოშკაძე, გიორგი ლობჟანიძე, სოსო მეშველიანი, ზვიად რატიანი, ლელა სამნიაშვილი, მაია სარიშვილი, პაატა შამუგია, გიორგი შონია, ეთერ თათარაიძე, თეა თოფურია, დავით წერედიანი, ომარ თურმანაული, დავით რობაქიძე - პოეზიის ანთოლოგია - Größenwahn Verlag
  • ზურა აბაშიძე - „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“ - Größenwahn Verlag
  • გოდერძი ჩოხელი, გაგა ნახუცრიშვილი, ანა კალანდაძე, ერლომ ახვლედიანი, ამირან ჭიჭინაძე, ლია აბულაძე, ანეკდოტები ჟურნალიდან- „ქართული, მიუნხენი 2011-2012“ - მინიატურებისა და მოთხრობების კრებული - Helmut Buske Verlag GmbH
  • ნაირა გელაშვილი - მივემგზავრები მადრიდს - Verbrecher Verlag
  • რატი ამაღლობელი - პოეზიის კრებული - J & D Dagyeli Verlag GmbH
  • თამრი ფხაკაძე - მოთხრობების კრებული: ბოსტანი კონფლიქტის ზონაში; პრომეთეს ცეცხლი და სხვა - J & D Dagyeli Verlag GmbH
  • ილია ჭავჭავაძე - მოთხრობების კრებული: კაცია-ადამიანი?!; ოთარაანთ ქვრივი; გლახის ნაამბობი; სარჩობელაზედ; მგზავრის წერილები - Reichert Verlag
  • ლაშა ბუღაძე - პატარა ქვეყანა - Frankfurter Verlagsanstalt GmbH
  • ბელა ჩეკურიშვილი - ლექსების კრებული ფეხშიშველი - Verlag das Wunderhorn GmbH
  • დავით გაბუნია - დაშლა - Rowohlt Berlin Verlag
  • ირმა შიოლაშვილი - პოეზიის კრებული „ორშაბათი“ - Pop-Verlag Ludwigsburg
  • კონსტანტინე გამსახურდია - დიდოსტატის მარჯვენა - NORA Verlag 

ავსტრია


  • გურამ მაცხონაშვილი - გლდანი - Wieser Verlag GmbH
  • თამთა მელაშვილი - მარინეს ანგელოზები - Wieser Verlag GmbH
  • ხათუნა თავდგირიძე - თევზი ორი ჩრდილით - Wieser Verlag GmbH
  • ვახო ბაბუნაშვილი - ბაგრატ ბატონიშვილის სამზარეულო წიგნი - Wieser Verlag GmbH 

შვეიცარია


  • რუსკა ჟორჟოლიანი - შენი აქ ყოფნა, როგორც ქალაქი - Rotpunktverlag AG 

იტალია

  • თამთა მელაშვილი - გათვლა - Marsilio Editori S.p.A. 

შვედეთი


  • პაატა შამუგია - პოეზიის კრებული - Dracopis Press (Smockadoll förlag-English imprint)
  • ბათუ დანელია, ნიკა ჯორჯანელი, გიორგი არაბული, გიო საჯაია, ელა გოჩიაშვილი, ეკა ქევანიშვილი, კატო ჯავახიშვილი, მარიამ წიკლაური, გივი ალხაზიშვილი, შოთა იათაშვილი, პაატა შამუგია, ლია სტურუა, გიორგი ლობჟანიძე, ლია ლიქოკელი, მაია სარიშვილი, ზვიად რატიანი - თანამედროვე ქართველ პოეტთა ანთოლოგია - Smockadoll förlag 

ხორვატია


  • აკა მორჩილაძე - მოგზაურობა ყარაბაღში - HENA COM 

თურქეთი

  • მიხეილ ჯავახიშვილი - ლამბალო და ყაშა - GRANO IC VE DIS TIC. (Paris Publishing House) 

აზერბაიჯანი

  • გურამ ოდიშარია - პრეზიდენტის კატა - Qanun Publishing House