სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ ქართველი გამომცემლებისთვის გამოცხადებულ მთარგმნელობითი პროგრამის „უცხოური ლიტერატურა ქართულ თარგმანებში“ ფარგლებში, ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 10 გამარჯვებული პროექტი:

  • ხორხე ლუის ბორხესი, ადოლფო ბიოი კასარესი - კრებული: „ექსვსი თავსატეხი ისიდრო პაროდისთვის”, „ორი დაუვიწყარი ფანტაზია“, „მოდელი სიკვდილისათვის“, „მოკლე და უცნაური მოთხრობები“ - ქეთევან ჯიშიაშვილი (მთარგმნელი) - გამომცემლობა ალეფი;
  • ინგებორ ბახმანი - „მალინა“ - ანა კორძაია-სამადაშვილი (მთარგმნელი) - ქარჩხაძის გამომცემლობა;
  • ფრანც კაფკა - „პარაბოლები” - დევი ბერძენიშვილი (მთარგმნელი) - გამომცემლობა ჩუბინი;
  • ჯოზეფ კონრადი - „შვიდი კუნძულის ფრეია“ - ირმა ტაველიძე (მთარგმნელი) - გამომცემლობა დიოგენე;
  • სოფოკლე - „ფილოქტეტესი” - ნანა ტონია (მთარგმნელი) - საგამომცემლო პროგრამა ლოგოსი;
  • ახილ შარმა - „ოჯახური ცხოვრება“ - მაია კილაძე (მთარგმნელი) - გამომცემლობა ოჩოპინტრე;
  • რიჩარდ ფლენეგანი - „ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისაკენ“ -გია ბერაძე (მთარგმნელი)- ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;
  • ფლენერი ო’ კონორი - „კარგი კაცი სანთლით საძებარია“ - გია ჭუმბურიძე, ზაზა ჭილაძე (მთარგმნელები) - გამომცემლობა დიოგენე;
  • იბრაჰიმ ალ-ქუნი - „ქვიდან ნაჟური სისხლი“ - დარეჯან გარდავაძე (მთარგმნელი) - გამომცემლობა წიგნები ბათუმში;
  • კიკი დიმულა - პოეზიის კრებული - თათია მთვარელიძე (მთარგმნელი) - საგამომცემლო პროგრამა ლოგოსი.