ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ ქართველი გამომცემლებისთვის გამოცხადებულ მთარგმნელობითი პროგრამის „უცხოური ლიტერატურა ქართულ თარგმანებში“ ფარგლებში, ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 10 გამარჯვებული პროექტი:
- ხორხე ლუის ბორხესი, ადოლფო ბიოი კასარესი - კრებული: „ექსვსი თავსატეხი ისიდრო პაროდისთვის”, „ორი დაუვიწყარი ფანტაზია“, „მოდელი სიკვდილისათვის“, „მოკლე და უცნაური მოთხრობები“ - ქეთევან ჯიშიაშვილი (მთარგმნელი) - გამომცემლობა ალეფი;
- ინგებორ ბახმანი - „მალინა“ - ანა კორძაია-სამადაშვილი (მთარგმნელი) - ქარჩხაძის გამომცემლობა;
- ფრანც კაფკა - „პარაბოლები” - დევი ბერძენიშვილი (მთარგმნელი) - გამომცემლობა ჩუბინი;
- ჯოზეფ კონრადი - „შვიდი კუნძულის ფრეია“ - ირმა ტაველიძე (მთარგმნელი) - გამომცემლობა დიოგენე;
- სოფოკლე - „ფილოქტეტესი” - ნანა ტონია (მთარგმნელი) - საგამომცემლო პროგრამა ლოგოსი;
- ახილ შარმა - „ოჯახური ცხოვრება“ - მაია კილაძე (მთარგმნელი) - გამომცემლობა ოჩოპინტრე;
- რიჩარდ ფლენეგანი - „ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისაკენ“ -გია ბერაძე (მთარგმნელი)- ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;
- ფლენერი ო’ კონორი - „კარგი კაცი სანთლით საძებარია“ - გია ჭუმბურიძე, ზაზა ჭილაძე (მთარგმნელები) - გამომცემლობა დიოგენე;
- იბრაჰიმ ალ-ქუნი - „ქვიდან ნაჟური სისხლი“ - დარეჯან გარდავაძე (მთარგმნელი) - გამომცემლობა წიგნები ბათუმში;
- კიკი დიმულა - პოეზიის კრებული - თათია მთვარელიძე (მთარგმნელი) - საგამომცემლო პროგრამა ლოგოსი.