სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის 4 იანვარს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა კონკურსი 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის და ეროვნული სტენდის დიზაინის შესარჩევად და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადების მომსახურების შესყიდვისთვის.
კონკურსის მიმდინარეობისას, გაჩნდა ახალი გარემოებები, რის გამოც, პროექტისა და კონკურსანტების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული კონკურსის შეწყვეტა.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის კონკურსში მონაწილეობის მსურველებს პროექტის მიმართ გამოხატული ინტერესისთვის.
დამატებითი ინფორმაცია 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის და ეროვნული სტენდის დიზაინის პროექტის განვითარებისა და მასში შესაძლო ცვლილებების შესახებ განთავსდება ცენტრის და სხვა ოფიციალურ ვებგვერდებზე.