ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით, გერმანულ მთარგმნელობით ფონდთან, შტრალენის ევროპის მთარგმნელთა კოლეგასთან და რობერტ ბოშის ფონდთან თანამშრომლობით, ქალაქ შტრალენის ევროპის მთარგმნელთა კოლეგია მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელობით სემინარს უმასპინძლებს. 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით დაგეგმილ სემინარში მხატვრული ლიტერატურის 8 გერმანელი და ქართველი მთარგმნელი მონაწილეობს.
მთარგმნელობითი უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით, ინტენსიური კურსი როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს. ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების დროს განხილული იქნება ქართულიდან გერმანულად და გერმანულიდან ქართულ ენაზე თარგმნის თავისებურებები, მხატვრული თარგმანის სპეციფიკა და სირთულეები.
სესიებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე, გამოცდილი მთარგმნელები როზმარი თითცე და ანდრია ოთი გაუძღვებიან, 2 დღის განმავლობაში კი სემინარის რეფერატი იქნება გერმანული მხარის მიერ მოწვეული პროფესორი ალექსანდრე კარტოზია.
ხუთდღიან ინტენსიურ პროგრამაში რახელ გრაცფილდი, სიბილა ჰაინცე, ნიკოლოზ ლომთაძე, თამარ მუსხელიშვილი, შტეფი ხოტივარი, მარტინა კემპტერი, მაია ლისოვსკი, სებასტიან მინკნერი მონაწილეობს. სემინარების განმავლობაში მონაწილეები ხელმძღვანელებთან ერთად ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების დროს იმსჯელებენ ქართულიდან გერმანულად და გერმანულიდან ქართულ ენაზე თარგმნის თავისებურებებზე და განიხილავენ მხატვრული თარგმანის სპეციფიკასა და სირთულეებს.
პროექტის ფარგლებში აქტიურად არის ჩართული გერმანული მთარგმნელობითი ფონდის ხელმძღვანელი ბატონი იურგენ ბეკერი, რომელიც შტრალენის ევროპელ მთარგმნელთა კოლეგიასთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს ქ. შტრალენში ორგანიზებული მთარგმნელობითი სემინარის ეფექტურ ფუნქციონირებას.