ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და კინოცენტრის ერთობლივი ახალი კონკურსი სცენარის განვითარებაზე - საქართველოს დამოუკიდებლობა 08/09/2015
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და ეროვნული კინოცენტრი აცხადებს ერთობლივ კონკურსს სცენარის განვითარებაზე, რომელიც 2018 წელს საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლისთავს მიეძღვნება.
კონკურსის პირობებთან დაკავშირებით 9 სექტემბერს, 12 საათზე მწერლის სახლში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - ნანა ჯანელიძე და წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი - დეა მეტრეველი გაუძღვებიან.
კონკურსის მიზანია, შეირჩეს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 5 სცენარი, რომელთა განვითარებისთვის კინოცენტრი გამოყოფს საკონკურსო ფონდს 100 000 ლარის ოდენობით.
კონკურსის მონაწილეობის მსურველთათვის - სცენარისტებისთვის, პროდიუსერებისთვის და რეჟისორებისთვის კინოცენტრი და წიგნის ცენტრი მოაწყობს გასვლით სამუშაო შეხვედრას. შეხვედრაზე ლიტერატურის მცოდნეები მონაწილეებს კინოსთვის საინტერესო ლიტერატურულულ ტექსტებს გააცნობენ და შეეცდებიან დაეხმარონ კინემატოგრაფისტებს ფილმის სცენარის თემების შერჩევაში. ლიტერატურის მცოდნეები ამ შემთხვევაში შეასრულებენ მედიატორის როლს ლიტერატურასა და კინოს შორის.