ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმანების პირველი ელექტრონული ბაზა 06/04/2015
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმანებისა და მთარგმნებელების შესახებ პირველი სრულყოფილი ელექტრონული ბაზა შეიქმნება.
7 აპრილს, 13 საათზე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და საქართველოს პარლამენტრის ეროვნულ ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე შესაბამისი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ.