21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია - პროექტის პრეზენტაცია 15/01/2015
16 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება კინოპროექტის პრეზენტაცია - „21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია“. პრეზენტაციას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე გაუძღვებიან.
მისამართი: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სანაპიროს ქ.N4