- ქართული ლიტერატურის ქვეყნის საზღვრებს გარეთ პუპულარიზაციის სტრატეგიის განსაზღვრა და ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნისა და გამოცემის ხელშეწყობა;
- უცხოური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის ხელშეწყობა;
- ქართული და უცხოური ლიტერატურის მხატვრული თარგმანების ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიის შემუშავება და ლიტერატურის მთარგმნელებისათვის სპეციალური სემინარების, კონფერენციების მოწყობა და მოკლევადიანი სარეზიდენტო პროგრამების შეთავაზება;
- საქართველოში საგამომცემლო სექტორის განვითარების მიმართულებით სპეციალური პროფესიული სემინარების, კონფერენციების და ფორუმების ორგანიზება;
- საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე ქართველი გამომცემლების მონაწილეობის უზრუნველყოფა და საქართველოს ეროვნულო სტენდების ორგანიზება.
2015-2018 წლებში ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციის კოორდინირება.