პროფესიული სემინარები მთარგმნელებისთვის

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, ლორენის მთარგმნელთა კოლეგიის კოორდინირებითა და გერმანულ მთარგმნელობით ფონდთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 18-24 ნოემბერს, შვეიცარიაში, ლორენის მთარგმნელობით სახლში, გაიმართება ლიტერატურული მთარგმნელობითი სემინარი ქართულიდან გერმანულ ენაზე მთარგმნელთათვის. ხუთდღიან პროგრამას გაუძღვებიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე მთარგმნელები როზმარი თიცე, ანდრეა ოთი და რეფერენტი-პროფესორი ალექსანდრე კარტოზია. სემინარის განმავლობაში მონაწილეები ხელმღვანელებთან ერთად იმუშავებენ წარმოდგენილი მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურის თარგმანებზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 სექტემბერი. 
იხ. ბმული პროფესიული პროგრამები მთარგმნელებისათვის




ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, გერმანული მთარგმნელობითი ფონდის პროგრამასთან და რობერტ ბოშის ფონდთან თანამშრომლობით, ევროპის მთარგმნელთა კოლეგია აცხადებს კონკურსს მხატვრული ლიტერატურის ქართულიდან გერმანულ ენაზე მთარგმნელებისათვის სემინარში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2016 წლის 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით შტრალენში, გერმანია. სემინარს კოორდინირებას უწევს ევროპის მთარგმნელთა კოლეგია. სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხატვრული ლიტერატურის (პროზის) მთარგმნელებს, რომლებიც გერმანულ ენას თითქმის მშობლიურის დონეზე ფლობენ. 
იხ. ბმული პროფესიული პროგრამები მთარგმნელებისათვის




ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტთან და ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით, ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს ქართველი, გერმანელი და ინგლისელი მთარგმნელების სახელოსნოებს და სემინარებს ლიტერატურული ჟანრების მიხედვით. მონაწილეები, პროფესიონალი მთარგმნელების ხელმძღვანელობით, ხუთი დღის განმავლობაში მუშაობენ მათ მიერ წინასწარ შერჩეულ მხატვრული ტექსტების თარგმანებზე. აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანია, მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება.
იხ. ბმული  პროფესიული პროგრამები მთარგმნელებისათვის