სარეზიდენციო პროგრამები

პირველი სარეზიდენციო პროგრამა გერმანულ ენაზე მთარგმნელთათვის

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობითა და საქართველოს მწერალთა სახლთან თანამშრომლობით, 2018 წელს, 15 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით, გაიმართება სარეზიდენციო პროგრამა ქართველი თანამედროვე ავტორების ნაწარმოებების ქართულიდან გერმანულ ენაზე მთარგმნელთათვის. ორკვირიანი პროგრამის ფარგლებში მთარგმნელები თბილისში, საქართველოს მწერალთა სახლის რეზიდენციაში განთავსდებიან და ქართველ ავტორებთან/ავტორის მკვლევარებთან ერთად იმუშავებენ ქართული მხატვრული ლიტერატურული ნაწარმოების გერმანულენოვანი თარგმანის სრულყოფაზე.

სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია გამოცდილ, კვალიფიციურ საზღვარგარეთ მცხოვრებ გერმანულენოვან მთარგმნელს, რომელიც მუშაობს ქართველი თანამედროვე ავტორის მხატვრული ტექსტის გერმანულენოვან თარგმანზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 1 დეკემბერი.


საკონკურსო პირობები